კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ 23 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა , რომ უდანაშაულოა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თელავის სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ხანდაზმული ქალი კახეთში 21 სექტემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული კი სამართალდამცველებმა 27 სექტემბერს დააკავეს. გიორგი შველიძე წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუადგომლობით სასამარათლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე კი ახალგაზრდა მამაკაცის 3 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს ახალგაზრდა მამაკაცმა 85 წლის ქალს მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლი დაწვა.
სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0