https://sputnik-georgia.com/20260929/xucishvili-kataris-pinansta-ministrs-shexvda-300872721.html
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის დოჰაში შეხვდა. 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T19:32+0400
2026-09-29T19:32+0400
2026-09-29T19:32+0400
საქართველო
კატარი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272195904_0:131:2048:1284_1920x0_80_0_0_53f214c771b443178327d432fdfe0f3b.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარისთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და კატარს შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური. საქართველოს ფინანსთა მინისტრის კატარელ კოლეგასთან შეხვედრა დოჰაში მიმდინარე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრა დოჰაში 28-29 სექტემბერს ტარდება. წლევანდელი შეხვედრის ოფიციალური დევიზია „ხვალინდელი ინფრასტრუქტურა: გავლენა და ინოვაცია“ (Tomorrow's Infrastructure: Impact and Innovation). ღონისძიება ფოკუსირებულია მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაზრდაზე, წევრი ქვეყნების მწვანე ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე. შეხვედრას ესწრებიან ბანკის წევრი 111 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, მათ შორის ფინანსთა მინისტრები და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები, ბიზნეს ლიდერები და პარტნიორები მთელი მსოფლიოდან. საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272195904_0:71:2048:1608_1920x0_80_0_0_7905afb4b02115b2abf367d0cdff09d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კატარი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, კატარი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის დოჰაში შეხვდა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარისთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და კატარს შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის კატარელ კოლეგასთან შეხვედრა დოჰაში მიმდინარე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
„ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და ფისკალური დისციპლინის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, საუბარი შეეხო დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლს“
შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრა დოჰაში 28-29 სექტემბერს ტარდება. წლევანდელი შეხვედრის ოფიციალური დევიზია „ხვალინდელი ინფრასტრუქტურა: გავლენა და ინოვაცია“ (Tomorrow's Infrastructure: Impact and Innovation). ღონისძიება ფოკუსირებულია მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაზრდაზე, წევრი ქვეყნების მწვანე ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე.
შეხვედრას ესწრებიან ბანკის წევრი 111 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, მათ შორის ფინანსთა მინისტრები და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები, ბიზნეს ლიდერები და პარტნიორები მთელი მსოფლიოდან.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.