https://sputnik-georgia.com/20260929/nato-saqartvelos-wvrtnebis-centrshi-swavleba-gaimarta-300873066.html
ნატო-საქართველოს ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული სწავლება დაიწყო
ნატო-საქართველოს ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული სწავლება დაიწყო
Sputnik საქართველო
სწავლების მიზანი მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებაა. 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T20:00+0400
2026-09-29T20:00+0400
2026-09-29T20:00+0400
საქართველო
ნატო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262912511_0:51:2200:1289_1920x0_80_0_0_0d0a29106380d2a418d5fe447eec8b1d.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლება SHARP LYNX-2026-ს საქართველოს თავდაცვის უწყება მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას. სწავლებაში საქართველოს, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უნგრეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.საქართველო-ნატოსაქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს კი უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს.2024 წელს, ეგრეთ წოდებული პროევროპული პროტესტების დაწყების შემდეგ, ალიანსის ზოგიერთმა ქვეყანამ ქართულ ოპოზიციასთან ერთად მოუწოდა ნატოს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისკენ. ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში პირველად არ იყო ფორმულირებები საქართველოსა და უკრაინის ბლოკში ინტეგრაციის გარდაუვალობის შესახებ, რამაც ქართველი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო მიისწრაფის საქართველოს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს და ავანტიურებისკენ უბიძგოს, ხოლო თავად ალიანსი სამხრეთ კავკასიისთვის მავნე ფაქტორად განიხილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262912511_160:0:2113:1465_1920x0_80_0_0_252fe55c881c0b9f88fe5d77afcf7863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
ნატო-საქართველოს ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული სწავლება დაიწყო
სწავლების მიზანი მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებაა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლება SHARP LYNX-2026-ს საქართველოს თავდაცვის უწყება მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.
„სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები შეფასდება. SHARP LYNX-2026 ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გაწევრიანებისთვის მიღებული გზამკვლევის მიხედვით ბოლო აქტივობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს მრავალეროვნულ გარემოში ურთიერთთავსებადობის, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას.
სწავლებაში საქართველოს, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და უნგრეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს კი უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს.
2024 წელს, ეგრეთ წოდებული პროევროპული პროტესტების დაწყების შემდეგ, ალიანსის ზოგიერთმა ქვეყანამ ქართულ ოპოზიციასთან ერთად მოუწოდა ნატოს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისკენ. ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში პირველად არ იყო ფორმულირებები საქართველოსა და უკრაინის ბლოკში ინტეგრაციის გარდაუვალობის შესახებ, რამაც ქართველი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო მიისწრაფის საქართველოს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს და ავანტიურებისკენ უბიძგოს, ხოლო თავად ალიანსი სამხრეთ კავკასიისთვის მავნე ფაქტორად განიხილება.