https://sputnik-georgia.com/20260929/macharashvili-evrobiurokratebis-davalebebze-300872317.html
ევრობიუროკრატების დავალებები: დეპუტატმა გაამხილა რა დგას აფხაზეთზე განცხადებების უკან
ევრობიუროკრატების დავალებები: დეპუტატმა გაამხილა რა დგას აფხაზეთზე განცხადებების უკან
Sputnik საქართველო
მაჭარაშვილმა ოპოზიცია ევროპული ინტეგრაციის გამო ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მეორე პლანზე გადაწევის მცდელობაში დაადანაშაულა. 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T18:12+0400
2026-09-29T18:12+0400
2026-09-29T18:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოპოზიცია
ევროპა
ახალი ამბები
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_0:0:959:540_1920x0_80_0_0_61581be76d101f10de5f3146c234e6c7.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებს, აფხაზეთზე მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შეტანისა და ქვეყანაში რადიკალური პროცესების პროვოცირების მცდელობის ნაწილია, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ქართული საზოგადოება ნელ-ნელა შეაგუოს იმ აზრს, რომ ევროპული ინტეგრაციის გამო აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებისა და ეროვნული ინტერესების დავიწყება. მან გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აფხაზეთთან დაკავშირებით და ისინი ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მეორე პლანზე გადაწევის მცდელობაში დაადანაშაულა. დეპუტატის აზრით, მსგავსი რიტორიკა მიმართულია შერიგების პროცესის წინააღმდეგ. „სააკაშვილს და გვარამიას არაერთხელ უთქვამთ - აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველებაო. საკვირველია, როგორ წარმოედგინა სააკაშვილს, მაგალითად, აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა? თუ ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვერ ვიცხოვრებდით, როგორ უნდა აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი, უნდა დაეხოცა აფხაზები?“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროპული ინტეგრაციის გამო აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გვერდზე დატოვება. მაჭარაშვილმა ევროპული ინტეგრაციის საკითხი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას დაუკავშირა.„საერთოდ, გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაერთიანება, რომელიც გვეუბნება, რომ ამის შემდეგ ვინც ევროკავშირში გაწევრიანდება, სუვერენიტეტს დათმობს?“, -განაცხადა მაჭავარიანმა. მანამდე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, „ისტორიული ტრავმების დაძლევა შეძლო“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზეთის საკითხში ამ მაგალითს მიჰყვეს. მისი თქმით, მსგავსი ტრავმების შენარჩუნება მუშაობს როგორც „ღუზა“, რომელიც ბლოკავს განვითარებას და ხელს უშლის ქვეყნის პროევროპულ მოძრაობას. თავის მომდევნო გამოსვლაში კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქართველებსა და აფხაზებს მტრები უწოდა.სააკაშვილსაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთ განცხადებაში მან თქვა, რომ აფხაზებს „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“. აგვისტოში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა აფხაზეთის საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნების განზრახვის შესახებ და სოხუმს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი უწოდა. გვარამიასა და სააკაშვილის განცხადებებმა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც მსგავს რიტორიკას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
საქართველო
ევროპა
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_94:0:947:640_1920x0_80_0_0_1c9750f56ba1e9f0279b2cc2f3533924.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ევროპა, ახალი ამბები, აფხაზეთი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ევროპა, ახალი ამბები, აფხაზეთი
ევრობიუროკრატების დავალებები: დეპუტატმა გაამხილა რა დგას აფხაზეთზე განცხადებების უკან
მაჭარაშვილმა ოპოზიცია ევროპული ინტეგრაციის გამო ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მეორე პლანზე გადაწევის მცდელობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებს, აფხაზეთზე მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შეტანისა და ქვეყანაში რადიკალური პროცესების პროვოცირების მცდელობის ნაწილია, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ქართული საზოგადოება ნელ-ნელა შეაგუოს იმ აზრს, რომ ევროპული ინტეგრაციის გამო აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებისა და ეროვნული ინტერესების დავიწყება.
„ევრობიუროკრატებმა ნახეს, რომ საქართველოში საზოგადოება სწორად აზროვნებს. მათ დეზინფორმაციულ ტალღებს საზოგადოება არ იჯერებს. ახლა ევრობიუროკრატიას და მის აგენტურას გაუჭირდა დეზინფორმაციის გავრცელება და საჭირო გახდა დისონანსის შემოტანა. ამიტომაც დაიწყო აგენტურამ აფხაზეთის ირგვლივ განცხადებების გაკეთება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აფხაზეთთან დაკავშირებით და ისინი ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მეორე პლანზე გადაწევის მცდელობაში დაადანაშაულა. დეპუტატის აზრით, მსგავსი რიტორიკა მიმართულია შერიგების პროცესის წინააღმდეგ.
„სააკაშვილს და გვარამიას არაერთხელ უთქვამთ - აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველებაო. საკვირველია, როგორ წარმოედგინა სააკაშვილს, მაგალითად, აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა? თუ ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვერ ვიცხოვრებდით, როგორ უნდა აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი, უნდა დაეხოცა აფხაზები?“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროპული ინტეგრაციის გამო აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გვერდზე დატოვება.
„მათი გეგმაა, ნელ-ნელა შეაგუონ საზოგადოება აზრს, რომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, განვვითარდეთ და დავანებოთ თავი რეგიონებს და იმ პრობლემებს, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით გვაქვს“, -განაცხადა დეპუტატმა.
მაჭარაშვილმა ევროპული ინტეგრაციის საკითხი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას დაუკავშირა.
„საერთოდ, გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაერთიანება, რომელიც გვეუბნება, რომ ამის შემდეგ ვინც ევროკავშირში გაწევრიანდება, სუვერენიტეტს დათმობს?“, -განაცხადა მაჭავარიანმა.
მანამდე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, „ისტორიული ტრავმების დაძლევა შეძლო“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზეთის საკითხში ამ მაგალითს მიჰყვეს. მისი თქმით, მსგავსი ტრავმების შენარჩუნება მუშაობს როგორც „ღუზა“, რომელიც ბლოკავს განვითარებას და ხელს უშლის ქვეყნის პროევროპულ მოძრაობას. თავის მომდევნო გამოსვლაში კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქართველებსა და აფხაზებს მტრები უწოდა.
სააკაშვილსაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთ განცხადებაში მან თქვა, რომ აფხაზებს „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“. აგვისტოში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა აფხაზეთის საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნების განზრახვის შესახებ და სოხუმს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი უწოდა.
გვარამიასა და სააკაშვილის განცხადებებმა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც მსგავს რიტორიკას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოსთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.