მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: რუსეთი და აშშ „გამაღიზიანებელ ფაქტორებზე“ შეხვედრის დროსა და ადგილს ათანხმებენ

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე დააანონსა მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრის თემაზე
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ისა და რუსეთის ექსპერტებმა ჯერ კიდევ უნდა შეათანხმონ ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ „გამაღიზიანებელ ფაქტორებზე“ მოლაპარაკებების დრო და ადგილი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაში, სადაც ორმხრივი ურთიერთობების „გამაღიზიანებელ ფაქტორებთან“ დაკავშირებით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონტაქტები შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ კონტაქტები ჯერჯერობით არ შემდგარა.
„ჩვენ შევთანხმდით (აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან) მარკო რუბიოსთან, რომ ეს მალე მოხდება. სადღაც იქ ექსპერტებმა კონკრეტული ვადები და კონკრეტული ადგილი უნდა შეათანხმონ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ში შესაბამისი დიპლომატიური მისიები მუშაობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების გამართვა უახლოეს კვირებში იგეგმება. შეხვედრის თემა, როგორც მოსალოდნელია, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრა იქნება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად თეთრი სახლის პირველი პირი მიიღებს.
კრემლში აღნიშნეს, რომ ახალ კანონს რუსულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე პოზიტიური გავლენა არ ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0