მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
რუსი სამხედროები ანადგურებენ დრონებსა და რაკეტებს, რომლებსაც ბრიტანეთი და ევროპა უკრაინას აწვდიან
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაში, სადაც უპასუხა BBC-ის ჟურნალისტ სტივ როზენბერგის კითხვას -აწარმოებს თუ არა რუსეთი „ჰიბრიდულ ომს“ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ.
„ის, რომ ეს არის ომი, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, მე არანაირ ეჭვს არ მიჩენს, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი ანადგურებს დრონებსა და რაკეტებს, რომლებსაც ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევისთვის შეიარაღების მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის მოწესრიგებას და მასში ნატოს ქვეყნებს პირდაპირ რთავს.
ამასთან, ლონდონმა ჯერ კიდევ აპრილში გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს კიევს 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 135 მილიონ დოლარს გამოყოფს აშშ-სგან უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის ტიპის რაკეტების შესასყიდად.
რუსეთში დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დეინი დოლაკია სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადაეცა მკაცრი პროტესტი ლონდონის მიერ კიევის რეჟიმისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა შეიარაღების სისტემების მიწოდების შემდგომი გაზრდის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0