https://sputnik-georgia.com/20260929/kircxalia-gare-zewolebze-300871254.html
საქართველოს ბედს მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს: დეპუტატი გარე ზეწოლაზე
საქართველოს ბედს მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს: დეპუტატი გარე ზეწოლაზე
Sputnik საქართველო
კირცხალიამ საქართველოს მთავარ ეროვნულ ამოცანად დიალოგისა და შერიგების გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა. 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T17:39+0400
2026-09-29T17:39+0400
2026-09-29T17:39+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
გაეროს გენერალური ასამბლეა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_5fd38d7b2e62329e85b9152faa68a39b.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფარგლებს გარეთ არავის აქვს უფლება, გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, ეროვნული ინტერესები კი კომპრომისის საგანი არასდროს გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლება არ იხელმძღვანელებს იმით, მოეწონება თუ არა ისინი ქვეყნის გარეთ ვინმეს, არამედ იმით, თუ რა იქნება სასარგებლო საქართველოსთვის.„ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები ვერ გახდება კომპრომისის საგანი.„ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი", - აღნიშნა დეპუტატმა.კირცხალია ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა გახდა საქართველოს პოზიციის დეკლარაცია მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საკითხებში.დეპუტატმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა დაასახელა.„მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!", - განაცხადა კირცხალიამ.მისი თქმით, საქართველო ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მას აღიარებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში მშვიდობის შენარჩუნება მოითხოვს „ძალას, პრინციპულობასა და გონიერებას“. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ კურსზე უარის თქმას გარე ზეწოლის ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_58:0:967:682_1920x0_80_0_0_d25fe3a5c49d1bf73da75d4e3de6d491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები
საქართველოს ბედს მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს: დეპუტატი გარე ზეწოლაზე
კირცხალიამ საქართველოს მთავარ ეროვნულ ამოცანად დიალოგისა და შერიგების გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფარგლებს გარეთ არავის აქვს უფლება, გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი, ეროვნული ინტერესები კი კომპრომისის საგანი არასდროს გახდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის.
„საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში", - განაცხადა კირცხალიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლება არ იხელმძღვანელებს იმით, მოეწონება თუ არა ისინი ქვეყნის გარეთ ვინმეს, არამედ იმით, თუ რა იქნება სასარგებლო საქართველოსთვის.
„ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები ვერ გახდება კომპრომისის საგანი.
„ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი", - აღნიშნა დეპუტატმა.
კირცხალია ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა გახდა საქართველოს პოზიციის დეკლარაცია მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საკითხებში.
დეპუტატმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა დაასახელა.
„მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველო ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მას აღიარებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.
კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში მშვიდობის შენარჩუნება მოითხოვს „ძალას, პრინციპულობასა და გონიერებას“. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ კურსზე უარის თქმას გარე ზეწოლის ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო.