მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინის წარმომადგენელმა უკრაინის საკითხზე აშშ-ის ჩინოვნიკებთან შეხვედრა გამართა

© photo: Sputnik / Mikhail Kliment'ev / გადასვლა მედიაბანკშიკირილ დმიტრიევი
კირილ დმიტრიევი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
მანამდე აშშ-ის ლიდერმა უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების ზამთრამდე დადება დაუშვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი წლის ზამთარზე იყო საუბარი.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა და აშშ-ის ჩინოვნიკებმა უკრაინაში არსებული ვითარების მოგვარების საკითხებზე კონსტრუქციული შეხვედრა გამართეს, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
„დმიტრიევმა ორშაბათს კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართა ამერიკელ ჩინოვნიკებთან უკრაინაში... (კონფლიქტის – Sputnik) დასრულების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, 26 სექტემბერს, აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი დასაშვებად მიიჩნევს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების დადებას „სასტიკ ზამთრამდე“, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი წლის. ასევე, მას არაფერი უთქვამს იმ წინაპირობების შესახებ, რომლებიც ამისთვის არსებობს.
ერთი დღით ადრე, 25 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად იყო კიევთან მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, თუმცა ზელენსკის რეჟიმმა კენჭისყრის დღეებში რუსეთის დედაქალაქზე მასირებული იერიშის მიტანა სცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მოსკოვი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა იგრძნოს რუსეთის საპასუხო დარტყმები და გააცნობიეროს, რომ პროვოკაციები მხოლოდ აუარესებს მის მდგომარეობას.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს, თუ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებისკენ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0