თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2026
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.
მედიაშიგავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0