გადავიხადოთ თუ არ გადავიხადოთ? საქართველოში ქონების გადასახადის წესებს ცვლიან

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2026
გამოწერა
ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია - გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან.
„საქმე ეხება ქონების გადასახადის 40-ათასიანი ზღვარის გაუქმებას და მხოლოდ 100-ათასლარიანი ზღვარის დატოვებას. ქონების გადასახადისგან დაახლოებით 81 ათასი პირი გათავისუფლდება. ცვლილება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად.
ამასთან, შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
ყველა ახალი ამბავი
0