https://sputnik-georgia.com/20260928/saqartvelos-nakrebis-shemadgenloba-cnobilia-300849114.html
ერთა ლიგა: უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგა: უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Sputnik საქართველო
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობენ 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T19:16+0400
2026-09-28T19:16+0400
2026-09-28T19:22+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294830714_0:159:1152:807_1920x0_80_0_0_7ab39132537510469b823394ff228e04.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის გუნდს უმასპინძლებს.შეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.დღევანდელ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან - რამაზ სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 მატჩი გამართა, თუმცა გამარჯვება ვერცერთხელ მოიპოვა — გუნდმა შვიდი შეხვედრა დათმო, ოთხი კი ფრედ დაასრულა. გუნდები ერთმანეთს ერთა ლიგის წინა გათამაშებაშიც დაუპირისპირდნენ: სტუმრად მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვეს, ხოლო საშინაო მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა.დღეს, B2 ჯგუფის პარალელურ მატჩში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.ერთა ლიგის ფარგლებში საქართველო ოქტომბერში 2 მატჩს გამართავს: უნგრეთთან — 2 ოქტომბერს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან — 5 ოქტომბერს.საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად ასპარეზობს. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294830714_0:141:1152:1005_1920x0_80_0_0_091a825702a7ebbade976241c24d2ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერთა ლიგა: უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
19:16 28.09.2026 (განახლებულია: 19:22 28.09.2026) ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობენ
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის გუნდს უმასპინძლებს.
შეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან - რამაზ სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 მატჩი გამართა, თუმცა გამარჯვება ვერცერთხელ მოიპოვა — გუნდმა შვიდი შეხვედრა დათმო, ოთხი კი ფრედ დაასრულა. გუნდები ერთმანეთს ერთა ლიგის წინა გათამაშებაშიც დაუპირისპირდნენ: სტუმრად მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვეს, ხოლო საშინაო მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა.
დღეს, B2 ჯგუფის პარალელურ მატჩში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ერთა ლიგის ფარგლებში საქართველო ოქტომბერში 2 მატჩს გამართავს: უნგრეთთან — 2 ოქტომბერს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან — 5 ოქტომბერს.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად ასპარეზობს. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.