https://sputnik-georgia.com/20260928/saqartvelo-nakrebis-da-ukrainis-matchi-pred-dasrulda-300855164.html
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
Sputnik საქართველო
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობენ 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T22:10+0400
2026-09-28T22:10+0400
2026-09-28T22:16+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1c/300851861_0:0:3030:1705_1920x0_80_0_0_8309b6a57802497dcfc8289f4ac5dbf7.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრე ანგარიშით დაასრულაშეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა.დღევანდელ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდნენ - რამაზ სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.საქართველოს ნაკრების უპირატესობა მთელი მატჩის მანძილზე აშკარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, ეროვნულმა ნაკრებმა არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.მე-15 წუთზე ხვიჩა კვარცხელიამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე მე-20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დღევანდელ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.ეროვნულმა გუნდმა პირველი ტური მარცხით დაიწყო, 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხა. უკრაინის ნაკრები კი პირველ ტურში უნგრეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1c/300851861_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_ca8e122bf287b4b6fd555298f8fb3cef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
22:10 28.09.2026 (განახლებულია: 22:16 28.09.2026) ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობენ
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრე ანგარიშით დაასრულა
შეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდნენ - რამაზ სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა მთელი მატჩის მანძილზე აშკარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, ეროვნულმა ნაკრებმა არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.
მე-15 წუთზე ხვიჩა კვარცხელიამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე მე-20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დღევანდელ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.
ეროვნულმა გუნდმა პირველი ტური მარცხით დაიწყო, 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხა. უკრაინის ნაკრები კი პირველ ტურში უნგრეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.