https://sputnik-georgia.com/20260928/rtveli-kaxetshi-aqtiurad-tardeba-300842082.html
„რთველი - 2026": რამდენმა მევენახემ დააბინავა მოსავალი?
„რთველი - 2026": რამდენმა მევენახემ დააბინავა მოსავალი?
Sputnik საქართველო
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T11:39+0400
2026-09-28T11:39+0400
2026-09-28T12:16+0400
საქართველო
რთველი
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855200_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1f260c0362345d7986c7c80263057df3.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 100 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 70 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.მოსავალი 7 ათასამდე მევენახემ დააბინავა. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 14 ათას ტონამდე ყურძენი.სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855200_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_102b13a960fa0848f7ba00d4995aa6d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რთველი , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
„რთველი - 2026": რამდენმა მევენახემ დააბინავა მოსავალი?
11:39 28.09.2026 (განახლებულია: 12:16 28.09.2026) წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 100 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 70 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.
მოსავალი 7 ათასამდე მევენახემ დააბინავა. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 14 ათას ტონამდე ყურძენი.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
მაღალკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ფასი - 1,50 ლარია; არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0,50 თეთრი.
„რქაწითელის" და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 0,90 ლარი, 16%-ზე ნაკლები - 0,50 თეთრი.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.