https://sputnik-georgia.com/20260928/ramdeni-bina-gaikida-tbilisshi-300841712.html
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში აგვისტოში?
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში აგვისტოში?
Sputnik საქართველო
თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23,7%-ით გაიზარდა. 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T11:00+0400
2026-09-28T11:00+0400
2026-09-28T11:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_0:0:2947:1659_1920x0_80_0_0_dadfa5cc54edafea5f05f48c12d60e07.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის აგვისტოში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 18,9%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 35,2%-ით და 297 მლნ დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23,7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალ პროექტებში როგორც პირველად (22,9%), ასევე მეორად (24,5%) ბაზრებზე. კომპანიის ცნობით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდა მიწოდების ზრდას ასახავს, რომლის ზრდის ძირითადი ნაწილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებზე მოდის.ტრანზაქციების რაოდენობა ასევე 3,8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 2026 წლის აგვისტოში მხოლოდ 14% იყო.2026 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარეუბნებში 10,4%-ით, ცენტრთან ახლოს 16%-ით და ქალაქის ცენტრში 16,7%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასი 11,9%-ით გაიზარდა. მეორად ბაზარზე, ქალაქის მასშტაბით, საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა.ამ პერიოდში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 3,4%-ით, ცენტრთან ახლოს 219,1%-ით და გარეუბნებში 12,6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, ძველ პროექტებში ფასები 10,5%-ით გაიზარდა.კომპანიის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,6 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მლრდ დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_124:0:2855:2048_1920x0_80_0_0_469683c35245dac25057ee3cd94c1962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში აგვისტოში?
11:00 28.09.2026 (განახლებულია: 11:53 28.09.2026) თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23,7%-ით გაიზარდა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის აგვისტოში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 18,9%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,4 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 35,2%-ით და 297 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23,7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალ პროექტებში როგორც პირველად (22,9%), ასევე მეორად (24,5%) ბაზრებზე. კომპანიის ცნობით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდა მიწოდების ზრდას ასახავს, რომლის ზრდის ძირითადი ნაწილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებზე მოდის.
ტრანზაქციების რაოდენობა ასევე 3,8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 2026 წლის აგვისტოში მხოლოდ 14% იყო.
2026 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარეუბნებში 10,4%-ით, ცენტრთან ახლოს 16%-ით და ქალაქის ცენტრში 16,7%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასი 11,9%-ით გაიზარდა. მეორად ბაზარზე, ქალაქის მასშტაბით, საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 3,4%-ით, ცენტრთან ახლოს 219,1%-ით და გარეუბნებში 12,6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, ძველ პროექტებში ფასები 10,5%-ით გაიზარდა.
კომპანიის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,6 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მლრდ დოლარს მიაღწია.