https://sputnik-georgia.com/20260928/peskovi-kievma-sapasuris-gadaxda-daicko-300848784.html
პესკოვი: კიევმა ბოლო თვეებში მისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდა დაიწყო
პესკოვი: კიევმა ბოლო თვეებში მისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდა დაიწყო
Sputnik საქართველო
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები ნათელია - მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T20:39+0400
2026-09-28T20:39+0400
2026-09-28T20:39+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/02/291975995_0:0:2644:1487_1920x0_80_0_0_723627a3b5ae605a249bffff7817c9f6.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. უკრაინამ რუსეთზე თავდასხმის ბოლოდროინდელი მცდელობების საფასურის გადახდა დაიწყო, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.„რა თქმა უნდა, ამაზე პრეზიდენტმა (ვლადიმირ პუტინმა) ისაუბრა – უკრაინას მოუწევს იმ ქმედებების ფასის გადახდა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეებში. ახლა სწორედ ეს ხდება“, — განაცხადა მან.პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯარები აგრძელებენ სპეციალურ ოპერაციას და მოწინააღმდეგის სამხედრო სამიზნებზე თანმიმდევრულ დარტყმებს ახორციელებენ. კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები ნათელია: მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება და ისე გააკეთოს, რომ ვერავინ გაბედოს მისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენების გეგმებზე საუბარი.მან ასევე ამომწურავი უწოდა პუტინის განცხადებას მოსკოვის პოზიციაზე კონფლიქტის მოწესრიგების წინადადებებთან დაკავშირებით.გასულ კვირას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად იყო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არჩევნების დღეს მოსკოვზე მასშტაბური თავდასხმა სცადეს. პუტინმა დასძინა, რომ ქვეყანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ გადაწყვეტილებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/02/291975995_0:0:2529:1897_1920x0_80_0_0_6d14786b15946a4b2651e1172f965f24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პესკოვი: კიევმა ბოლო თვეებში მისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდა დაიწყო
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები ნათელია - მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. უკრაინამ რუსეთზე თავდასხმის ბოლოდროინდელი მცდელობების საფასურის გადახდა დაიწყო, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„რა თქმა უნდა, ამაზე პრეზიდენტმა (ვლადიმირ პუტინმა) ისაუბრა – უკრაინას მოუწევს იმ ქმედებების ფასის გადახდა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეებში. ახლა სწორედ ეს ხდება“, — განაცხადა მან.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯარები აგრძელებენ სპეციალურ ოპერაციას და მოწინააღმდეგის სამხედრო სამიზნებზე თანმიმდევრულ დარტყმებს ახორციელებენ.
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები ნათელია: მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება და ისე გააკეთოს, რომ ვერავინ გაბედოს მისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენების გეგმებზე საუბარი.
მან ასევე ამომწურავი უწოდა პუტინის განცხადებას მოსკოვის პოზიციაზე კონფლიქტის მოწესრიგების წინადადებებთან დაკავშირებით.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად იყო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არჩევნების დღეს მოსკოვზე მასშტაბური თავდასხმა სცადეს. პუტინმა დასძინა, რომ ქვეყანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ გადაწყვეტილებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.