„ოქროს ბურთი" კვარადონასთვის

გამოწერა
ოქტომბერში საფეხბურთო სამყარო 2025/2026 წლების სეზონის შედეგების მიხედვით „ოქროს ბურთის“ ახალი მფლობელის ვინაობას შეიტყობს. შესაძლო კანდიდატების გარშემო ცხარე დებატები მიმდინარეობს – ჰარი კეინიდან დაწყებული, „კვარადონად“ წოდებული ქართველი ლეგიონერით, ხვიჩა კვარაცხელიათი დამთავრებული. ბევრი თანხმდება იმაზე, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რომ არა, ხვიჩა ამ ჯილდოს ნამდვილად მიიღებდა.
„Sputnik-საქართველომ" გადაწყვიტა გაერკვია, ეთანხმება თუა არა მკითხველი იმ აზრს, რომ კვარაცხელია მაინც იმსახურებს ამ ჯილდოს. 75,6%-ს მიაჩნია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არაფერი შეუცვლია და კვარაცხელიამ უნდა მიიღოს „ოქროს ბურთი“, 14,8% კი არ იზიარებს ამ მოსაზრებას.
ყველა ახალი ამბავი
0