https://sputnik-georgia.com/20260928/macharashvili-opoziciis-momavalze-saubrobs-300846987.html
სასამართლო და ახალი სქემები: დეპუტატი 2028 წლამდე საქართველოს ოპოზიციის მომავალზე
სასამართლო და ახალი სქემები: დეპუტატი 2028 წლამდე საქართველოს ოპოზიციის მომავალზე
Sputnik საქართველო
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ნეიტრალური ამომრჩევლის მოსაზიდად „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება უნდა მოეხდინათ 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T17:38+0400
2026-09-28T17:38+0400
2026-09-28T17:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:319:960:859_1920x0_80_0_0_79f5156fea18e23ae58c4b6601da34fe.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უცხო ძალები კიდევ წარმოადგენენ საქართველოში ოპოზიციის გადაფორმატების ახალ სქემებს, თუმცა, მანამდე ოპოზიციურ პარტიებს მათი აკრძალვის საკითხზე სასამართლო პროცესი ელოდებათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, მათმა პატრონებმა, დეპუტატის აზრით, ბევრჯერ სცადეს საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა, ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. დეპუტატის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გამიჯნულიყვნენ „კოლექტიური ნაცებისგან“, რათა მოეზიდათ ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. „ლელო“ „ნახევრად რადიკალურ“ ძალად უნდა ყოფილიყო პოზიციონირებული, გახარიას პარტია კი „ვითომ კონსტრუქციული“.მაჭავარიანმა აღნიშნული სტრატეგია დაუკავშირა 4 ოქტომბრის მოვლენებს. მისი თქმით, „ლელომ" „ნახევრად რადიკალური" პოზიცია დაიკავა — დილით არჩევნებში მონაწილეობას დაუჭირა მხარი, საღამოს კი საპროტესტო აქციას, მაშინ როდესაც გახარიას პარტიამ უარი თქვა აქციასთან შეერთებაზე და საკუთარი თავი „ვითომ კონსტრუქციულ" ძალად წარმოაჩინა. დეპუტატის აზრით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელმაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააერთიანა, გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონები. დეპუტატმა ასევე აღნიშნა 2025 წლის არჩევნებზე „ლელოსა" და გახარიას პარტიის ელექტორალური მხარდაჭერის შემცირება 2024 წელთან შედარებით. მისი თქმით, „ლელოს" ამომრჩეველთა რაოდენობა განახევრდა, ხოლო გახარიას პარტიის — სამჯერ შემცირდა. მაჭავარიანის შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩეველი კარგად გაერკვა ოპოზიციის სხვადასხვა კონფიგურაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
სასამართლო და ახალი სქემები: დეპუტატი 2028 წლამდე საქართველოს ოპოზიციის მომავალზე
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ნეიტრალური ამომრჩევლის მოსაზიდად „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება უნდა მოეხდინათ
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უცხო ძალები კიდევ წარმოადგენენ საქართველოში ოპოზიციის გადაფორმატების ახალ სქემებს, თუმცა, მანამდე ოპოზიციურ პარტიებს მათი აკრძალვის საკითხზე სასამართლო პროცესი ელოდებათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, მათმა პატრონებმა, დეპუტატის აზრით, ბევრჯერ სცადეს საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა, ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ.
„2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, -დაწერა მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
დეპუტატის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გამიჯნულიყვნენ „კოლექტიური ნაცებისგან“, რათა მოეზიდათ ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. „ლელო“ „ნახევრად რადიკალურ“ ძალად უნდა ყოფილიყო პოზიციონირებული, გახარიას პარტია კი „ვითომ კონსტრუქციული“.
მაჭავარიანმა აღნიშნული სტრატეგია დაუკავშირა 4 ოქტომბრის მოვლენებს. მისი თქმით, „ლელომ" „ნახევრად რადიკალური" პოზიცია დაიკავა — დილით არჩევნებში მონაწილეობას დაუჭირა მხარი, საღამოს კი საპროტესტო აქციას, მაშინ როდესაც გახარიას პარტიამ უარი თქვა აქციასთან შეერთებაზე და საკუთარი თავი „ვითომ კონსტრუქციულ" ძალად წარმოაჩინა.
დეპუტატის აზრით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელმაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააერთიანა, გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონები.
„უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა 2025 წლის არჩევნებზე „ლელოსა" და გახარიას პარტიის ელექტორალური მხარდაჭერის შემცირება 2024 წელთან შედარებით. მისი თქმით, „ლელოს" ამომრჩეველთა რაოდენობა განახევრდა, ხოლო გახარიას პარტიის — სამჯერ შემცირდა.
მაჭავარიანის შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩეველი კარგად გაერკვა ოპოზიციის სხვადასხვა კონფიგურაციაში.