https://sputnik-georgia.com/20260928/aiib-saqartvelos158-mln-evrozemeti-gamouko-300845059.html
AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის 158,5 მილიონის სესხი დაამტკიცა
AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის 158,5 მილიონის სესხი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის... 28.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-28T16:51+0400
2026-09-28T16:51+0400
2026-09-28T16:51+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252253394_0:257:2730:1793_1920x0_80_0_0_5bdb5057c2ab17c6f2b6f86a5ed1dfa8.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 158,5 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.უწყების ცნობით, კახეთის რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ. პროექტის მიზანია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 –21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა. კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო. პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პროექტს კი განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. AIIB-ის მიერ დაფინანსებული ახალი ლოტები კახეთის ერთიანი საგზაო დერეფნის გაგრძელებაა, რომლის წინა ეტაპები უფრო ადრე დაიწყო. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სისტემების გამართვისა და სრული ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღად 2031 წელი არის დასახული. საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ქვეყნის თითქმის მთელი ძირითადი მაგისტრალური ქსელი, მათ შორის კახეთის მიმართულება, სრულად უნდა დასრულდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252253394_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_1b070b68daa33ded587b64138246830e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის 158,5 მილიონის სესხი დაამტკიცა
პროექტის მიზანია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 158,5 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, კახეთის რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.
პროექტის მიზანია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 –21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.
„საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები „შუა დერეფნის" ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშლია ინფორმაციაში.
პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პროექტს კი განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
AIIB-ის მიერ დაფინანსებული ახალი ლოტები კახეთის ერთიანი საგზაო დერეფნის გაგრძელებაა, რომლის წინა ეტაპები უფრო ადრე დაიწყო. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სისტემების გამართვისა და სრული ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღად 2031 წელი არის დასახული. საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ქვეყნის თითქმის მთელი ძირითადი მაგისტრალური ქსელი, მათ შორის კახეთის მიმართულება, სრულად უნდა დასრულდეს.