https://sputnik-georgia.com/20260927/svanaze-ukrainastan-matcis-win-mtavari-mizani-dadebiti-sedegia-300838574.html
სვანაძე უკრაინასთან მატჩის წინ: მთავარი მიზანი დადებითი შედეგია
სვანაძე უკრაინასთან მატჩის წინ: მთავარი მიზანი დადებითი შედეგია
Sputnik საქართველო
სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა 27.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-27T22:10+0400
2026-09-27T22:10+0400
2026-09-27T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300820414_0:279:1152:927_1920x0_80_0_0_38dd0373ec4c8e7dcf1691485f815a08.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ერთა ლიგის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ გასამართ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევა იქნება — ამის შესახებ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.სამწვრთნელო შტაბში გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე იქნებიან.„მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა დაიბადოს კითხვა, მზად ვარ თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის, ახლა ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს“, - განაცხადა სვანაძემ.უკრაინის ნაკრებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.სვანაძემ ასევე აღნიშნა, რომ გუნდისგან ერთიანობას, გულშემატკივრისგან კი დიდ მხარდაჭერას ელოდება.მატჩი საქართველოსა და უკრაინას შორის 28 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.B2 ჯგუფის პარალელურ მატჩში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300820414_0:171:1152:1035_1920x0_80_0_0_052ebc167c10e46c1d7e3b061da2e8b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
სვანაძე უკრაინასთან მატჩის წინ: მთავარი მიზანი დადებითი შედეგია
სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ერთა ლიგის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ გასამართ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევა იქნება — ამის შესახებ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სვანაძემ ნაკრები ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან საქართველოს დამარცხების(0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
„ჩვენი მიზანია სტაბილური თამაში და შედეგები ვაჩვენოთ. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასასვლელი გზაა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გუნდს ამის პოტენციალი აქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება“, - განაცხადა სვანაძემ.
სამწვრთნელო შტაბში გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე იქნებიან.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა დაიბადოს კითხვა, მზად ვარ თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის, ახლა ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს“, - განაცხადა სვანაძემ.
უკრაინის ნაკრებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.
სვანაძემ ასევე აღნიშნა, რომ გუნდისგან ერთიანობას, გულშემატკივრისგან კი დიდ მხარდაჭერას ელოდება.
„11 წელია, ნაკრების მწვრთნელი ქართველი არ ყოფილა. იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ“, - განაცხადა სვანაძემ.
მატჩი საქართველოსა და უკრაინას შორის 28 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
B2 ჯგუფის პარალელურ მატჩში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.