https://sputnik-georgia.com/20260927/soxumis-dacemis-dge-saqartveloshi-dagupulta-xsovnas-pativs-miageben-300832810.html
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს პირველმა პირებმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს 27.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-27T12:50+0400
2026-09-27T12:50+0400
2026-09-27T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085460_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a3ea3ff1a25ea62b4e8c11d20788e81b.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს სოხუმის დაცემის დღეა - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს, მათი ახლობლებსა და მეგობრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში ყვავილები მიაქვთ.ღამიდან დაშვებულია დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.მიხეილ ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.„ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღის ხსოვნა ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, მშვიდობიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით განაგრძოს საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა, შეინარჩუნოს მშვიდობა და გააძლიეროს სახელმწიფო.მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად“, – განაცხადა პრემიერმა.სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1b/290085460_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_bd2b661c85187dccd0a9dcc23c0ce0aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აფხაზეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აფხაზეთი
სოხუმის დაცემის დღე - საქართველოში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
საქართველოს პირველმა პირებმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს სოხუმის დაცემის დღეა - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს, მათი ახლობლებსა და მეგობრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში ყვავილები მიაქვთ.
ღამიდან დაშვებულია დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
მიხეილ ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.
„ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ დღის ხსოვნა ქვეყანას აკისრებს პასუხისმგებლობას, მშვიდობიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით განაგრძოს საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა, შეინარჩუნოს მშვიდობა და გააძლიეროს სახელმწიფო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად“, – განაცხადა პრემიერმა.
სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.