საქართველოში რუსული ყველის იმპორტი ერთ თვეში 43%-ით გაიზარდა

© photo: Sputnikყველი, ყურძენი და ღვინო
ყველი, ყურძენი და ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში ყველის შემოტანა მნიშვნელოვნად გაიზარდა, წლის პირველ რვა თვეში კი იმპორტის მოცულობამ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის მეოთხედით გადააჭარბა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველომ რუსული ყველის იმპორტი43%-ით გაზარდა - მაჩვენებელმა 504.000 აშშ დოლარი შეადგინა, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
ჯამში, იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთიდან 3,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ყველი შემოიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-იანი ზრდას წარმოადგენს.
აგვისტოში რუსულმა კომპანიებმა საქართველოში 284.000 აშშ დოლარის ღირებულების ახალი ყველი და ხაჭო, ასევე 221.000 აშშ დოლარის ღირებულების მდნარი ყველი შემოიტანეს.
მიწოდების მოცულობის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ყველის ძირითად მომწოდებლებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა. ლიდერის პოზიცია უკავია თურქეთს 535.000 აშშ დოლარით, შემდეგ მოდის პოლონეთი(532.000 აშშ დოლარი), იტალია(525.000 აშშ დოლარი), რუსეთი(504.000 აშშ დოლარი) და გერმანია (468.000 აშშ დოლარი).
ყველა ახალი ამბავი
0