https://sputnik-georgia.com/20260927/rusma-mocigurace-makar-nikolaevma-iuniorta-gran-prize-saqartvelos-saxelit-pirvelad-iaspareza-300837669.html
რუსმა მოციგურავე ნიკოლაევმა იუნიორთა გრან-პრიზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა
რუსმა მოციგურავე ნიკოლაევმა იუნიორთა გრან-პრიზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა
Sputnik საქართველო
სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ნიკოლაევი რუსეთს სახელით გამოდიოდა და სანქტ-პეტერბურგში, ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. 27.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-27T20:42+0400
2026-09-27T20:42+0400
2026-09-27T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1b/300837094_0:0:720:405_1920x0_80_0_0_029f171e183e1da7d157d605f7a3e56e.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. 17 წლის რუსმა მოციგურავემ, მაკარ ნიკოლაევმა, ბათუმში გამართულ ISU-ს იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა.ნიკოლაევის გადმოსვლა მორიგი შემთხვევაა, როდესაც რუსი მოციგურავეები საქართველოს სახელით ასპარეზობას იწყებენ. აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ზლატა კამალოვას და დანიილ პანოვის წყვილიც საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებდა.პირველი ადგილი და ოქროს მედალი შვეიცარიელმა მოციგურავემ, იან ვეილერმა მოიპოვა. სადებიუტო გამოსვლისას ნიკოლაევმა 187,16 ქულა დააგროვა და ბათუმის ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ნიკოლაევი რუსეთს სახელით გამოდიოდა და სანქტ-პეტერბურგში, ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. წინა სეზონზე იასპარეზა რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე, სადაც მე-8 და მე-13 ადგილი დაიკავა.მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტსმენის პროფილი უკვე განახლდა და მასში მითითებულია, რომ ნიკოლაევი საქართველოს წარმოადგენს.საქართველოს ნაკრებში არიან სხვა სპორტსმენებიც, რომლებიც მანამდე რუსულ ფიგურულ ციგურაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მათ შორისაა მოსკოველი ანასტასია გუბანოვა — 2023 წლის ევროპის ჩემპიონი — და წყვილთა თანრიგში მოასპარეზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი. მათ საქართველოსთვის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი და ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1b/300837094_180:0:720:405_1920x0_80_0_0_c2280b5424b27d9a7d851d66366963be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რუსმა მოციგურავე ნიკოლაევმა იუნიორთა გრან-პრიზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა
სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ნიკოლაევი რუსეთს სახელით გამოდიოდა და სანქტ-პეტერბურგში, ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. 17 წლის რუსმა მოციგურავემ, მაკარ ნიკოლაევმა, ბათუმში გამართულ ISU-ს იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა.
ნიკოლაევის გადმოსვლა მორიგი შემთხვევაა, როდესაც რუსი მოციგურავეები საქართველოს სახელით ასპარეზობას იწყებენ. აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ზლატა კამალოვას და დანიილ პანოვის წყვილიც საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზებდა.
პირველი ადგილი და ოქროს მედალი შვეიცარიელმა მოციგურავემ, იან ვეილერმა მოიპოვა. სადებიუტო გამოსვლისას ნიკოლაევმა 187,16 ქულა დააგროვა და ბათუმის ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
სპორტული მოქალაქეობის შეცვლამდე ნიკოლაევი რუსეთს სახელით გამოდიოდა და სანქტ-პეტერბურგში, ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. წინა სეზონზე იასპარეზა რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე, სადაც მე-8 და მე-13 ადგილი დაიკავა.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტსმენის პროფილი უკვე განახლდა და მასში მითითებულია, რომ ნიკოლაევი საქართველოს წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრებში არიან სხვა სპორტსმენებიც, რომლებიც მანამდე რუსულ ფიგურულ ციგურაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მათ შორისაა მოსკოველი ანასტასია გუბანოვა — 2023 წლის ევროპის ჩემპიონი — და წყვილთა თანრიგში მოასპარეზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი. მათ საქართველოსთვის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი და ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვეს.