რომელ ქვეყანაში გაიყიდა წელს ყველაზე მეტი ქართული თაფლი

თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
რვა თვეში ქართული ნატურალური თაფლი 6 ქვეყანაში გაიყიდა. ყველაზე მსხვილი იპორტიორი და ასევე ყველა დიდი ექსპორტიორი ქვეყანა ერაყი იყო.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა, იუწყება პორტალიbm.ge.
რვა თვეში ქვეყანამ უცხოურ ბაზრებზე 67,6 ათასი დოლარის ღირებულების 5,4 ტონა ნატურალური თაფლი გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 1,7 ათასი დოლარი, მოცულობა კი 1,5 ტონა იყო.
შესაბამისად, ერთ წელიწადში თაფლის ექსპორტის ღირებულება 211,5%-ით, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა260%-ით გაიზარდა.
2026 წლის პირველ რვა თვეში ქართული ნატურალური თაფლი 6 ქვეყანაში გაიყიდა. ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ერაყი იყო, სადაც საქართველოდან 39,9 ათასი დოლარის ღირებულების 3,8 ტონა თაფლი გავიდა. ეს მთლიანი ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 59%-ია.
მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.4 ათასი დოლარი და 200 კილოგრამი. შემდეგ მოდის ჰონკონგი, სადაც ექსპორტმა 5,8 ათასი დოლარი და 100 კილოგრამი შეადგინა, სომხეთი - 5,5 ათასი დოლარი და 400 კილოგრამი, და აშშ - 4,9 ათასი დოლარი და 800 კილოგრამი.
რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ მხოლოდ 100 დოლარი შეადგინა, ხოლო პროდუქციის რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ სტატისტიკაში მოცულობა მითითებული არ არის.
თაფლის ექსპორტის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტიც.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 66,9 ათასი დოლარის ღირებულების 6,5 ტონა ნატურალური თაფლი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტი 23.3 ათასი დოლარი და 2,2 ტონა იყო.
იმპორტის ღირებულება წლიურად 187,1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული თაფლის მოცულობა - 195,4%-ით. შესაბამისად, ზრდა ამ შემთხვევაშიც რაოდენობის მიმართულებით უფრო მაღალია, ვიდრე ღირებულების მიხედვით.
საქართველოს ბაზრის მთავარი მომწოდებელი კვლავ ერაყია. 2026 წლის პირველ რვა თვეში ერაყიდან 41 ათასი დოლარის ღირებულების 3,8 ტონა თაფლი შემოვიდა. მეორე ადგილზეა ბელარუსი - 11,4 ათასი დოლარი და 1,4 ტონა, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 8,1 ათასი დოლარი და 600 კილოგრამი.
იმპორტის სხვა მსხვილი მომწოდებლები იტალია და ესპანეთი არიან. იტალიიდან საქართველოში 3,2 ათასი დოლარის ღირებულების 200 კილოგრამი, ხოლო ესპანეთიდან 1,5 ათასი დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი ნატურალური თაფლი შემოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0