მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა საკითხებზე ისაუბრა ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

© МИД РФ / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
რუსეთი გააგრძელებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციას“ დასახული მიზნების მიღწევამდე და რუსეთის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები აღმოფხვრამდე
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ საერთო პოლიტიკურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის კონფლიქტზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და აშშ-კუბის ურთიერთობებზე ისაუბრა.
მინისტრმა თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საკითხს დაუთმო.
„ჩვენი ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა ლავროვმა.
მოსკოვის პოზიციით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება, რუსეთის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები კი აღმოიფხვრება, ხოლო მშვიდობიანი ცხოვრება აღდგება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული ქვეყნები მშვიდობიანი მოგვარების ხელის შეშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ ჩაშალონ მოლაპარაკებების პერსპექტივები, მოლაპარაკებების, რომლებითაც დაინტერესებული არიან სხვა მხარეები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და კიევის დახმარებას რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონებითა და სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში.
მინისტრმა ასევე დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსული ენის სტატუსზე უკრაინაში და მიუთითა მისი გამოყენების საკანონმდებლო შეზღუდვებზე.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხი გაეროს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. რუსეთმა ამ კვირაში ასევე დაადასტურა თავისი ერთგულება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით მოგვარებისადმი.
მინისტრის თქმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება უარესდება ისრაელის მხრიდან დასახლებების გაფართოების ფონზე. ლავროვის თქმით, რომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამისათვის შესაბამისი ტერიტორიის არარსებობის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებებზე და აღნიშნა, რომ ისინი ზიანს აყენებს საერთაშორისო ნავიგაციას და ვაჭრობას.
მოსკოვი ირანსა და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენას კრიზისის მოგვარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ლავროვის თქმით, ყურის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავება რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის საფუძველი უნდა გახდეს.
განხილვის კიდევ ერთი თემა კუბა იყო. ლავროვმა აშშ-ს მოუწოდა, გააუქმოს კუნძულის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები და ამოიღოს კუბა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა ამერიკული სიიდან. მან რუსეთის მხრიდან სოლიდარობა გამოხატა კუბის ხალხისა და მთავრობის მიმართ, ხოლო კუნძულზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ფარგლებში მოსკოვმა მანამდეც დააფიქსირა მხარდაჭერა ჰავანის მოთხოვნებისადმი, რომელიც აშშ-ის მხრიდან სავაჭრო, ეკონომიკური, ფინანსური და ენერგეტიკული შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0