ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

© Georgian National Olympic Committeeლაშა გურული
ლაშა გურული - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
ქართველი მოკრივე დომინირებდა მთელი შეხვედრის განმავლობაში და მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში პროფესიონალურ კრივში მეხუთე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ჰიუი ვილსონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულისა და ვილსონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი სრულად დომინირებდა, მან მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.
30 წლის გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა.
ქართველი მოკრივე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.
ყველა ახალი ამბავი
0