კობახიძემ სანიოლს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს2021 წლის თებერვლიდან იკავებდა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვილი სანიოლს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ნაკრების მარცხის უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩში ირლანდიასთან დამარცხების (0:1) შემდეგ დატოვა. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. გუნდს სათავეში ჩაუდგა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე.
„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!“, – დაწერა პრემიერმა.
პოსტის დატოვების შემდეგ სანიოლმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ქვეყანამ მას აჩუქა „ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური შთაბეჭდილებით“, რასაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით ატარებს.
ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2024 წელს ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება.
ყველა ახალი ამბავი
0