გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა

© Courtesy of Roads Department of Georgiaგზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik.ხარისხის მორიგი გეგმიური კონტროლი ჩატარდა ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზე, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტმა შეამოწმა საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ქვეშეთი-კობის ახალი ტრასის და გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობა საგზაო პროექტების ხარისხის კონტროლის რეგულარული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში.
„ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
© Courtesy of Roads Department of Georgiaგზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
Контроль качества строительства новой дороги в направлении из Грузии в Россию - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
უწყების ინფორმაციით, შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა დასრულებულია.
ხიდებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
© Courtesy of Roads Department of Georgiaგზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
Контроль качества строительства новой дороги в направлении из Грузии в Россию - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
გარდა ამისა, ამჟამად ასევე შენდება უნიკალური, 426 მეტრის სიგრძისა და 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
© Courtesy of Roads Department of Georgiaგზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
Контроль качества строительства новой дороги в направлении из Грузии в Россию - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა შეამოწმა
ახალი გზის პროექტი2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0