GIFT: თბილისში ფესტივალზე თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები ვიმ ვანდეკეიბუსი და შარონ ეიალი

© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
ბელგიელი ქორეოგრაფი ფესტივალის გახსნაზე, 24 ოქტომბერს წარდგება, ხოლო ისრაელელი მოცეკვავე თავის ახალ, ყველაზე პირად ნამუშევარს 6-7 ნოემბერს წარმოადგენს.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ზე, წელს თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას: ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი ვიმ ვანდეკეიბუსი 24 ოქტომბერს ფესტივალის გახსნაზე წარდგება, ხოლო ისრაელელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი შარონ ეიალი ახალ ნამუშევარს 6-7 ნოემბერს წარადგენს.
© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
Звезды современного танца Вим Вандекейбус и его работы - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
ფესტივალი GIFT საქართველოს დედაქალაქში 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე გაიმართება - უკვე 29-ე ჯერ. წელს ფესტივალმა ოფიციალურად დაიბრუნა სრულუფლებიანი წევრის სტატუსი ფესტივალების ევროპულ ასოციაციაში(EFA); ორგანიზატორები ამ ნაბიჯს აფასებენ, როგორც დაბრუნებას იმ პროფესიულ ევროპულ გაერთიანებაში, რომლის ნაწილიც ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში იყო.
© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
Звезды современного танца Вим Вандекейбус и его работы - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
ვიმ ვანდეკეიბუსი, რომელმაც1986 წელს კომპანია „ულტიმა ვეზი“ (Ultima Vez) დააარსა, თანამედროვე ევროპული სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხელოვანად მიიჩნევა. მან რადიკალურად გააფართოვა საზღვრები ცეკვას, თეატრს, კინოსა და მუსიკას შორის. გრიბოედოვის თეატრში ფესტივალზე იგი წარადგენს სპექტაკლს „მანკიერი შთამომავლობა“ (INFAMOUS OFFSPRING). ეს ნამუშევარი შექმნილია ბერძნულ მითოლოგიის მოტივებზე, სადაც უძველესი ღმერთები საოცრად თანამედროვეები ხდებიან — დაუცველები, საშიშები, სასაცილოები და ადამიანურად ნაცნობები.
© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
Звезды современного танца Вим Вандекейбус и его работы - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავები: ვიმ ვანდეკეიბუსი და მისი ნამუშევრები
შერონ ეიალი დღეს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედია. 2023 წელს შარონ ეიალს გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება, პრესტიჟულიFEDORA – Van Cleef & Arpels პრემია, ხოლო ისრაელის ეროვნულმა ხელოვნების ფონდმა იგი გამორჩეულ არტისტად დაასახელა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ის წარადგენს სპექტაკლს „სევდა მოვა მოგვიანებით“ (Delay the Sadness), ესაა მისი ყველაზე პირადი ნამუშევარი, რომელიც დედას, ადინა ეიალს ეძღვნება. ამ წარმოდგენას მისი შემოქმედების ახალ ეტაპად მოიხსენიებენ — უფრო მინიმალისტურად, უფრო კონცენტრირებულად და კიდევ უფრო სიღრმისეულად.
© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები
Звезда современного танца Шарон Эяль и ее работы - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები
ფესტივალი16-17 ოქტომბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულით“ იხსნება. სპექტაკლს წარადგენს იტალიური ცეკვის და საშემსრულებლო ხელოვნების დასი Dewey Dell — რეჟისორ რომეო კასტელუჩის შემოქმედებითი მემკვიდრეები.
ლეგენდარული პარტიტურა, რომლის პარიზულმა პრემიერამ1913 წელს გარდამტეხი მომენტი გახდა მუსიკისა და ცეკვის ისტორიაში, ახალი ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი; ეს არ არის რეკონსტრუქცია, არამედ, ავტორების თქმით, „სხვა რიტუალი, სხვა მსხვერპლშეწირვა, სხვა გაზაფხულია“.
ძირითადი პროგრამის პარალელურად, 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო პროფესიული პლატფორმა — GIFT PRO. ღონისძიება თბილისში შეკრებს მსოფლიოს წამყვანი ფესტივალებისა და თეატრების (ბელგიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან) სამხატვრო ხელმძღვანელებს პროფესიული დიალოგისა და სამომავლო საერთაშორისო კოპროდუქციების განსახილველად.
© GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები
Звезда современного танца Шарон Эяль и ее работы - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავი შერონ ეიალი და მისი ნამუშევრები
ასევე 40 წლამდე ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ჩატარდება საკონკურსო პროგრამა GIFT Biennale College-ს ახალი სეზონი - გამარჯვებული დაჯილდოვდება 20 ათასი ლარის პრიზით.
ფესტივალი „საჩუქარი“ — მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი — თბილისში 1997 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ ქალაქი კულტურებსა და მსოფლიო ხელოვნებას შორის დიალოგის სივრცედ ექცია. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ფესტივალმა თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არაერთი გამორჩეული არტისტი და თეატრალური დასი ჩამოიყვანა; ორგანიზატორები კი მის დაბრუნებას ევროპის ფესტივალების ასოციაციაში (EFA) საქართველოსა და ევროპულ ფესტივალურ საზოგადოებას შორის ახალ ხიდს უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0