https://sputnik-georgia.com/20260927/dres-turizmis-msoflio-drea-300832415.html
დღეს ტურიზმის მსოფლიო დღეა
დღეს ტურიზმის მსოფლიო დღეა
Sputnik საქართველო
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა. 27.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-27T12:36+0400
2026-09-27T12:36+0400
2026-09-27T12:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/01/300387432_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_51ac28530f0e33603fa5e3270f82c745.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) 27 სექტემბერს აღინიშნება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2026 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ოფიციალური თემაა „ციფრული დღის წესრიგი და ხელოვნური ინტელექტი ტურიზმის ხელახალი დიზაინისთვის“ (Digital Agenda and Artificial Intelligence to Redesign Tourism). წლევანდელი ღონისძიებების ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა კი ელ-სალვადორია.როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ტურიზმი მოგზაურობაზე მეტია - ეს არის ადამიანების შეხვედრა, ახალი კულტურების აღმოჩენა და ემოციები, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც გვრჩება.„საქართველოში კი სტუმართმოყვარეობა ის განსაკუთრებული ძალაა, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ გულით ხვდება, არამედ უკან დაბრუნების სურვილს უჩენს. სწორედ ეს არის საქართველო - ქვეყანა, სადაც ჩამოდიხარ სტუმრად და ხშირად ბრუნდები მეგობრად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.ტურიზმის მსოფლიო დღეს საქართველომ 2024 წელს უმასპინძლა.ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რასაც საერთაშორისო აღიარება და ყოველწლიურად მზარდი ვიზიტორების რაოდენობა ადასტურებს.2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 3,1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ რეკორდს წარმოადგენს.2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით შემცირდა. ტურისტული ვიზიტები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა.2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 610.800 - ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-იან ზრდას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/01/300387432_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_4c6eb7be0cbd5f9b2c4fe13fdebf453c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გაერო
დღეს ტურიზმის მსოფლიო დღეა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) 27 სექტემბერს აღინიშნება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.
ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2026 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ოფიციალური თემაა „ციფრული დღის წესრიგი და ხელოვნური ინტელექტი ტურიზმის ხელახალი დიზაინისთვის“ (Digital Agenda and Artificial Intelligence to Redesign Tourism). წლევანდელი ღონისძიებების ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა კი ელ-სალვადორია.
“მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს. ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარება და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში!”, - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ტურიზმი მოგზაურობაზე მეტია - ეს არის ადამიანების შეხვედრა, ახალი კულტურების აღმოჩენა და ემოციები, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც გვრჩება.
„საქართველოში კი სტუმართმოყვარეობა ის განსაკუთრებული ძალაა, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ გულით ხვდება, არამედ უკან დაბრუნების სურვილს უჩენს. სწორედ ეს არის საქართველო - ქვეყანა, სადაც ჩამოდიხარ სტუმრად და ხშირად ბრუნდები მეგობრად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის მსოფლიო დღეს საქართველომ 2024 წელს უმასპინძლა.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რასაც საერთაშორისო აღიარება და ყოველწლიურად მზარდი ვიზიტორების რაოდენობა ადასტურებს.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 3,1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ რეკორდს წარმოადგენს.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით შემცირდა. ტურისტული ვიზიტები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 610.800 - ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-იან ზრდას წარმოადგენს.