https://sputnik-georgia.com/20260927/-----tbilisimarathon--300829482.html
საქართველოს დედაქალაქში მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი Tbilisimarathon დაიწყო
საქართველოს დედაქალაქში მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი Tbilisimarathon დაიწყო
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მარათონის მარშრუტი ამჯერად ოდნავ შეიცვალა. 27.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-27T09:36+0400
2026-09-27T09:36+0400
2026-09-27T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300827781_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d437ec88322a2718c644d881704b1ec4.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს საქართველოს დედაქალაქში იმართება მასშტაბური გარბენი „თბილისი მარათონი“ (Tbilisimarathon), რომელიც სირბილის მოყვარულებს უკვე მეთოთხმეტედ აერთიანებს.მარათონის მონაწილეები სტარტს, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აიღებენ, წრეს შემოურბენენ და ფინიშთან იმ ადგილზევე მივლენ. მარათონში 3500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სპორტული ღონისძიება ამჯერადაც საქველმოქმედო ხასიათის იქნება.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მარათონის მარშრუტი ამჯერად მიმდებარე ქუჩებზე გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, სანაპიროზე, ვახტანგ გორგასლის, გია გულიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩებზე, ასევე — ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე. აღნიშნული ქუჩები ტრანსპორტის მოძრაობისთვის 27 სექტემბრის 12:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.ორგანიზატორებმა მონაწილეებისთვის სამი დისტანცია შეარჩიეს: 10-კილომეტრიანი გარბენი, 21,1-კილომეტრიანი ნახევარმარათონი და საბავშვო გარბენი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 5-10 წლის და 11-15 წლის მოზარდებისთვის.მარათონში მონაწილეობა მოზრდილებისთვის ფასიანია, ბავშვებისთვის კი უფასო. მარათონის გამარჯვებულებს პრიზები ელოდებათ, მათ შორის გარბენის სპონსორებისგან.10-კილომეტრიანი და ნახევარმარათონის გარბენები ოფიციალურადაა აღიარებულიAIMS-ის (საერთაშორისო მარათონებისა და გარბენების ასოციაცია — www.aimsworldrunning.org) მიერ. აღნიშნული გარბენები IAAF-ის წესების შესაბამისად ტარდება, მსაჯობას კი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ (Sport for All).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300827781_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5925e6115459c9c7df812597471a9052.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს
საქართველოს დედაქალაქში მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი Tbilisimarathon დაიწყო
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მარათონის მარშრუტი ამჯერად ოდნავ შეიცვალა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დღეს საქართველოს დედაქალაქში იმართება მასშტაბური გარბენი „თბილისი მარათონი“ (Tbilisimarathon), რომელიც სირბილის მოყვარულებს უკვე მეთოთხმეტედ აერთიანებს.
მარათონის მონაწილეები სტარტს, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აიღებენ, წრეს შემოურბენენ და ფინიშთან იმ ადგილზევე მივლენ. მარათონში 3500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სპორტული ღონისძიება ამჯერადაც საქველმოქმედო ხასიათის იქნება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მარათონის მარშრუტი ამჯერად მიმდებარე ქუჩებზე გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, სანაპიროზე, ვახტანგ გორგასლის, გია გულიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩებზე, ასევე — ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე. აღნიშნული ქუჩები ტრანსპორტის მოძრაობისთვის 27 სექტემბრის 12:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.
ორგანიზატორებმა მონაწილეებისთვის სამი დისტანცია შეარჩიეს: 10-კილომეტრიანი გარბენი, 21,1-კილომეტრიანი ნახევარმარათონი და საბავშვო გარბენი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 5-10 წლის და 11-15 წლის მოზარდებისთვის.
მარათონში მონაწილეობა მოზრდილებისთვის ფასიანია, ბავშვებისთვის კი უფასო. მარათონის გამარჯვებულებს პრიზები ელოდებათ, მათ შორის გარბენის სპონსორებისგან.
10-კილომეტრიანი და ნახევარმარათონის გარბენები ოფიციალურადაა აღიარებულიAIMS-ის (საერთაშორისო მარათონებისა და გარბენების ასოციაცია — www.aimsworldrunning.org) მიერ. აღნიშნული გარბენები IAAF-ის წესების შესაბამისად ტარდება, მსაჯობას კი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ (Sport for All).