„ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული“: სანიოლი ნაკრებს დაემშვიდობა

© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ მას აჩუქა „ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური შთაბეჭდილებით“, რასაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით ატარებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ოთხწლიანი კონტრაქტი (რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი) ვადაზე ადრე გაწყვიტა. გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. მის ადგილს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე დაიკავებს.
© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
Вилли Саньоль прощается со сборной Грузии по футболу - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
„ძვირფასო საქართველო, გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა“, - დაწერა მწვრთნელმა.
სანიოლმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და თავის მოთამაშეებს.
„თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ. თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით“, - აღნიშნა მან.
© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
Вилли Саньоль прощается со сборной Грузии по футболу - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
მწვრთნელის თქმით, საქართველოში მუშაობის პერიოდში მან შეიძინა არამხოლოდ კოლეგები, არამედ ნამდვილი მეგობრები.
„აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება“, - დაწერა სანიოლმა და ქვეყანას ნათელი მომავალი უსურვა.
„მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.
© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
Вилли Саньоль прощается со сборной Грузии по футболу - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა
ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2024 წელს ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება.
სანიოლის წასვლამდე ერთი დღით ადრე კი საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის2026/2027 წლების გათამაშების სასტარტო მატჩი თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანგარიშით 0:1 დათმო; გადამწყვეტი გოლი გუნდმა მსაჯის მიერ დამატებული დროის მეცხრე წუთზე გაუშვა. ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას საქართველო — უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით — ასევე საკუთარ მოედანზე გამართავს. 28 სექტემბერს საქართველო „დინამო არენაზე“ უკრაინას დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0