https://sputnik-georgia.com/20260926/tbilissi-dimitri-sostakovicis-120-wlis-iubile-arnisnes-300822350.html
თბილისში დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს
Sputnik საქართველო
თბილისში მნიშვნელოვანი მუსიკალური თარიღი - გამოჩენილი კომპოზიტორის, პიანისტის, პედაგოგის და მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწე დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის... 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T14:40+0400
2026-09-26T14:40+0400
2026-09-26T14:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300817527_115:0:1166:591_1920x0_80_0_0_b96926db2aea7f99c96d4b874007926d.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მნიშვნელოვანი მუსიკალური თარიღი - გამოჩენილი კომპოზიტორის, პიანისტის, პედაგოგის და მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწე დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს.აღნიშვნის ცენტრალური ღონისძიება იყო კონცერტი, რომელიც 25 სექტემბერს, 34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართა.საზეიმო საღამო ჯანსუღ კახიძის მუსიკის და კულტურის ცენტრში გაიმართა. შესრულდა შოსტაკოვიჩის „კამერული სიმფონია“, „საფესტივალო უვერტიურა“ და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1.დიდი კლასიკოს ნაწარმოებები შეასრულა თბილისის სიმფონიური ორკესტრმა მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. სოლისტები იყვნენ სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია და მესაყვირე ილია შიოლაშვილი.დიმიტრი შოსტაკოვიჩი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია; მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დიდი ხანია გასცდა მუსიკალური სამყაროს საზღვრებს და გლობალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მან შექმნა 15 სიმფონია, 15 სიმებიანი კვარტეტი, ოპერები, ბალეტები და მუსიკა ათობით ფილმისთვის; კინოსთვის მუსიკის წერა მან ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო, როდესაც პეტროგრადის კინოთეატრებში უხმო ფილმების აკომპანირებით მცირე გასამრჯელოს გამოიმუშავებდა.დღეს მისი მუსიკა ჟღერს მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში — „კარნეგი-ჰოლიდან“ დაწყებული „ლა სკალათი“ დამთავრებული, ხოლო ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მეშვიდე („ლენინგრადული“) სიმფონია და მეორე საფორტეპიანო კონცერტი, დიდი ხანია, სხვადასხვა თაობის ორკესტრებისა და პიანისტების „ოქროს რეპერტუარის“ განუყოფელ ნაწილად იქცა. შოსტაკოვიჩმა თავის მუსიკაში რუსული კლასიკური სკოლიდან მიღებული ვირტუოზული ტექნიკის შერწყმა მოახერხა სრულიად უნიკალურ და ადვილად ცნობად ხმასთან, რომელიც ერთდროულად გამოირჩეოდა ირონიით, გულში ჩამწვდომი ემოციურობითა და ღრმა ჰუმანურობით; სწორედ ამან გახადა ის საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი კომპოზიტორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300817527_246:0:1034:591_1920x0_80_0_0_c81dd9a00aafaa18392dddd631f29fba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
თბილისში დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში მნიშვნელოვანი მუსიკალური თარიღი - გამოჩენილი კომპოზიტორის, პიანისტის, პედაგოგის და მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწე დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მნიშვნელოვანი მუსიკალური თარიღი - გამოჩენილი კომპოზიტორის, პიანისტის, პედაგოგის და მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწე დიმიტრი შოსტაკოვიჩის 120 წლის იუბილე აღნიშნეს.
აღნიშვნის ცენტრალური ღონისძიება იყო კონცერტი, რომელიც 25 სექტემბერს, 34-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართა.
საზეიმო საღამო ჯანსუღ კახიძის მუსიკის და კულტურის ცენტრში გაიმართა. შესრულდა შოსტაკოვიჩის „კამერული სიმფონია“, „საფესტივალო უვერტიურა“ და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1.
დიდი კლასიკოს ნაწარმოებები შეასრულა თბილისის სიმფონიური ორკესტრმა მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. სოლისტები იყვნენ სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია და მესაყვირე ილია შიოლაშვილი.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია; მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დიდი ხანია გასცდა მუსიკალური სამყაროს საზღვრებს და გლობალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მან შექმნა 15 სიმფონია, 15 სიმებიანი კვარტეტი, ოპერები, ბალეტები და მუსიკა ათობით ფილმისთვის; კინოსთვის მუსიკის წერა მან ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო, როდესაც პეტროგრადის კინოთეატრებში უხმო ფილმების აკომპანირებით მცირე გასამრჯელოს გამოიმუშავებდა.
დღეს მისი მუსიკა ჟღერს მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში — „კარნეგი-ჰოლიდან“ დაწყებული „ლა სკალათი“ დამთავრებული, ხოლო ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მეშვიდე („ლენინგრადული“) სიმფონია და მეორე საფორტეპიანო კონცერტი, დიდი ხანია, სხვადასხვა თაობის ორკესტრებისა და პიანისტების „ოქროს რეპერტუარის“ განუყოფელ ნაწილად იქცა. შოსტაკოვიჩმა თავის მუსიკაში რუსული კლასიკური სკოლიდან მიღებული ვირტუოზული ტექნიკის შერწყმა მოახერხა სრულიად უნიკალურ და ადვილად ცნობად ხმასთან, რომელიც ერთდროულად გამოირჩეოდა ირონიით, გულში ჩამწვდომი ემოციურობითა და ღრმა ჰუმანურობით; სწორედ ამან გახადა ის საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი კომპოზიტორი.