მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ჯარმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 3 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა

© photo: Sputnik / Виктор Антонюк / გადასვლა მედიაბანკშისპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში
სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 245-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა კონტროლი დაამყარეს სამ დასახლებულ პუნქტზე: მარინკაზე (სუმის ოლქი) და პეტროპავლოვკასა და ლოზოვაიაზე (ხარკოვის ოლქი). ამის შესახებ შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
აღინიშნა, რომ სამივე დასახლებული პუნქტი დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში მდებარეობს.
„კონტროლის გარე ზონის გაფართოებასთან ერთად, კონტროლი დამყარდა ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე — პეტროპავლოვკასა და ლოზოვაიაზე. (...) სუმის ოლქში, აქტიური შეტევითი ოპერაციების შედეგად, კონტროლი დამყარდა დასახლებულ პუნქტ მარინოზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ დაჯგუფება „სევერმა“ გააფართოვა კონტროლის ზონა ხარკოვის ოლქში, სადაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაშია მოქცეული. უკრაინულ ფორმირებებს ახლა უფრო გაუჭირდებათ „ქვაბიდან“ თავის დაღწევა.
დაჯგუფება „სევერის“ მოქმედების ზონაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დაკარგეს 245-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ერთი ერთეული ჯავშანტექნიკა, რვა ავტომობილი, ორი საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის(MLRS) ერთი გამშვები დანადგარი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 სექტემბერს განაცხადა ხარკოვის ოლქში უკრაინული ძალების დაჯგუფების ალყაში მოქცევის შესახებ. ამ „ქვაბის“ ლიკვიდაცია რუსულ ქვედანაყოფებს საშუალებას მისცემს, დაპირისპირების ხაზი რუსეთის სასაზღვრო ზონიდან სულ მცირე 20 კილომეტრით უკან გადაწიონ.
ყველა ახალი ამბავი
0