https://sputnik-georgia.com/20260926/ratom-semcirda-fuladi-gzavnilebi-rusetidan-300818411.html
რატომ შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან
რატომ შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან
Sputnik საქართველო
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8,2%-ით შემცირდა 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T10:49+0400
2026-09-26T10:49+0400
2026-09-26T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284165575_0:345:1365:1113_1920x0_80_0_0_3a7e95f522c973cce4391b900002489e.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებამ საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.გადახდების რუსული სისტემაZolotaya Korona 2026 წლის ივლისში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოყვა, რამაც რუსეთიდან საქართველოში გზავნილების შეჩერება და მათი მოცულობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.ანალიტიკოსების ინფორმაციით, ივლისში რუსეთიდან გზავნილების97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა.როგორც TBC Capital-ში აღნიშნეს, მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც.„თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება“, - ნათქვამია განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები8,2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 295,1 მლნ დოლარი შეადგინა.აგვისტოში რუსეთიდან 5,07 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 1,7%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,7%-ით ნაკლებია.მთლიანობაში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა და 2,55 მლრდ დოლარი შეადგინა.ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ296,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების11,6%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 2,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284165575_0:217:1365:1241_1920x0_80_0_0_e338eff84b916ba929b103dad9284e5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი
რატომ შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8,2%-ით შემცირდა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებამ საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
გადახდების რუსული სისტემაZolotaya Korona 2026 წლის ივლისში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოყვა, რამაც რუსეთიდან საქართველოში გზავნილების შეჩერება და მათი მოცულობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
„სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად88%-ით, 5.1 მლნ აშშ დოლარმდე შემცირებამ გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, ივლისში რუსეთიდან გზავნილების97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა.
როგორც TBC Capital-ში აღნიშნეს, მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც.
„თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები8,2%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 295,1 მლნ დოლარი შეადგინა.
აგვისტოში რუსეთიდან 5,07 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 1,7%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,7%-ით ნაკლებია.
მთლიანობაში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა და 2,55 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ296,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების11,6%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 2,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.