საქართველოს ავტომშენებლობა: დავიწყებული „კოლხიდა“ – ვიდეო

გამოწერა
ქართული წარმოების ავტომობილები მითი არ არის. ქუთაისში ერთ დროს მსხვილი ავტოქარხანა ფუნქციონირებდა და მისი მანქანები მთელ სსრკ-ში მოძრაობდა.
პირველი სატვირთო ავტომობილი ქუთაისის ქარხნის კონვეიერიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა. ეს იყო ZIS-150, რომლის წარმოებაც
მოგვიანებით KAZ-150-ის მარკით გაგრძელდა.

თუმცა, საწარმოს ნამდვილ სავიზიტო ბარათად „კოლხიდა“ იქცა. 1960-იანი წლების დასაწყისში ქარხანამ KAZ-606-ის მარკის სატვირთო ავტომობილების სერიული წარმოება დაიწყო, მოგვიანებით კი სატვირთოების ახალი თაობები გამოჩნდა — KAZ-608 და ორხიდიანი KAZ-4540. 1980-იანი წლების ბოლოსთვის საწარმოში
დაახლოებით თვრამეტი ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ჯერ კიდევ 1990 წელს ქარხანამ 5,5 ათასზე მეტი ავტომობილი გამოუშვა, მაგრამ წარმოების ეპოქა
სსრკ-ის დაშლასთან ერთად დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0