https://sputnik-georgia.com/20260926/levilis-qartvelta-mamulsi-sareabilitacio-samusaoebi-dasrulda-300829020.html
ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო სამუაოები დასრულდა
ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო სამუაოები დასრულდა
Sputnik საქართველო
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T22:04+0400
2026-09-26T22:04+0400
2026-09-26T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0c/300560816_0:135:1448:950_1920x0_80_0_0_54001fafc39c2f6c5edc02867af19a41.png
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა - სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად, ლევილში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და სხვ.„ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება“, - ამის შესახებ პრემიერმა ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა.„შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი – ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური, თითქმის 10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც ისტორიულ კომპლექსს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი სიცოცხლე მიენიჭა. პროექტი საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 6 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.მამულის ისტორიალევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი.სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ასობით ქართველი ემიგრანტი, მათ შორის გამოჩენილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0c/300560816_0:0:1448:1086_1920x0_80_0_0_93caebeca3391edca6c7eecb37cd1c8a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება
ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო სამუაოები დასრულდა
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში მდებარე ლევილის ქართველთა მამულში სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა - სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად, ლევილში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და სხვ.
„ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება“, - ამის შესახებ პრემიერმა ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა.
„შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი – ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური, თითქმის 10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც ისტორიულ კომპლექსს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი სიცოცხლე მიენიჭა. პროექტი საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 6 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.
მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი.
სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ასობით ქართველი ემიგრანტი, მათ შორის გამოჩენილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები.