ჯვართამაღლების დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს

© facebook.com/GeorgianGovernmentშიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა - მართლმადიდებელი ეკლესიის 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულს მიეკუთვნება.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ჯვართამაღლება მართლმადიდებელი ეკლესიის 12 უდიდეს (ათორმეტთაგან) საუფლო დღესასწაულს მიეკუთვნება. ჯვართამაღლების დღეს, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რა დღეს ემთხვევა იგი, ყოველთვის მკაცრი მარხვაა დაწესებული (არ მიიღება ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და კვერცხი) მაცხოვრის ვნების მოსახსენიებლად.
წინა ღამით ლიტურგია სრულდება, დღესასწაულის დღეს კი ტაძრებში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი — სადღესასწაულო მსახურებისას მღვდელმსახურს ტაძრის ცენტრში გამოაქვს ჯვარი, მრევლი კი თაყვანს სცემს ჯვარს.
ყველა ახალი ამბავი
0