https://sputnik-georgia.com/20260925/ubileto-mgzavrebma-qveynis-biujets-svid-tvesi--2-milioni-lari-semates-300799473.html
უბილეთო მგზავრებმა ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი შემატეს
უბილეთო მგზავრებმა ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი შემატეს
Sputnik საქართველო
მხოლოდ აგვისტოში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 331 ათასი ლარი შევიდა. 25.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-25T13:55+0400
2026-09-25T13:55+0400
2026-09-25T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_40cd030183e47b1521165fca63fd27b2.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 2,3 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.მხოლოდ აგვისტოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 331 ათასი ლარი შევიდა.საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. გადახდა ხდება ელექტრონულად სპეციალური სატრანსპორტო ან საბანკო ბარათებით.საფასურის გადახდა-არგადახდაზე მონიტორინგს ახორციელებენ კონტროლიორები - მერიების თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური წამკითხველების მეშვეობით ამოწმებენ, იყო თუ არა გამოყენებული ტრანსპორტის ტერმინალში ბარათი.ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას ერთი თვის (30 დღის) განმავლობაში, მისი ოდენობა 40 ლარამდე იზრდება.თბილისში ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით სტანდარტული მგზავრობა 1 ლარი ღირს. სატრანსპორტო ან საბანკო ბილეთით გადახდა ნებისმიერ სხვა ტრანსპორტში გადაჯდომისას 90 წუთის განმავლობაში ადამიანს უფასო მგზავრობის უფლებას აძლევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f64cf91a8dd857c482d57940da4cab93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
უბილეთო მგზავრებმა ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი შემატეს
მხოლოდ აგვისტოში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 331 ათასი ლარი შევიდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 2,3 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მხოლოდ აგვისტოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 331 ათასი ლარი შევიდა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. გადახდა ხდება ელექტრონულად სპეციალური სატრანსპორტო ან საბანკო ბარათებით.
საფასურის გადახდა-არგადახდაზე მონიტორინგს ახორციელებენ კონტროლიორები - მერიების თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური წამკითხველების მეშვეობით ამოწმებენ, იყო თუ არა გამოყენებული ტრანსპორტის ტერმინალში ბარათი.
ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას ერთი თვის (30 დღის) განმავლობაში, მისი ოდენობა 40 ლარამდე იზრდება.
თბილისში ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით სტანდარტული მგზავრობა 1 ლარი ღირს. სატრანსპორტო ან საბანკო ბილეთით გადახდა ნებისმიერ სხვა ტრანსპორტში გადაჯდომისას 90 წუთის განმავლობაში ადამიანს უფასო მგზავრობის უფლებას აძლევს.