„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს კიდევ 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

© photo: Tbilservice Group / FB„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა
„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
„თბილსერვის ჯგუფის" განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა წარადგინა.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დედქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ ადამიანური რესურსით ვერ მიიღწევა, საჭიროა ტექნიკის განახლება, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„თბილისი ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. შესაბამისად, ამ ქალაქის მოვლა-პატრონობა უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც იზრდება და ვითარდება. გვემატება ახალი უბნები, ახალი სივრცეები, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ქალაქის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მოვლა და სისუფთავის ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა მერმა.
კალაძის განცხადებით, სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი იმ კულტურის გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა თბილისს და თბილისელებს.
„ყველაზე მთავარია, თბილისმა შეინარჩუნოს ის განსაკუთრებული სახე და ცხოვრების ხარისხი, რომლითაც ამაყობენ თბილისელები და რომელსაც ჩვენი ქალაქის ვიზიტორები იმახსოვრებენ. სუფთა, მოწესრიგებული, მოვლილი გარემო თბილისის კულტურის ნაწილია, რის შესანარჩუნებლადაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერიის ცნობით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.
დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება 3 მლნ ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0