საქართველომ ხორბლის შესყიდვა რუსეთში მაქსიმუმამდე გაზარდა

© photo: Sputnik / Andrey Arkhipovხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
იანვარ-აგვისტოში ჯამური იმპორტიც გაიზარდა: ზრდამ 32% შეადგინა და მაჩვენებელმა 66 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ აგვისტოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი თითქმის გააორმაგა - 2020 წლის ზაფხულის შემდეგ მან მაქსიმუმს მიაღწია, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტმა 15,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია2020 წლის აგვისტოს (19,6 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ. ერთ თვეში იმპორტის მოცულობა 1,9-ჯერ გაიზარდა, ხოლო წლიურად - 1,5-ჯერ.
იანვარ-აგვისტოში ჯამური იმპორტიც გაიზარდა: ზრდამ 32% შეადგინა და მაჩვენებელმა 66 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
აგვისტოში რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის ფაქტობრივად ერთადერთ მომწოდებლად რჩება. ხორბლის კიდევ ერთი შემომტანია ყაზახეთი, რომელმაც მხოლოდ 145.000 აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოიტანა.
აგვისტოში საქართველომ რუსეთიდან ასევე შეიძინა 654.000 აშშ დოლარის სიმინდი (რაც თვიურ ჭრილში 29%-იანი კლებაა), ასევე წიწიბურა (583.000 აშშ დოლარი; 2-ჯერ გაიზარდა), შვრია (15.000 აშშ დოლარის) და ბრინჯი (12.000 აშშ დოლარის).
ყველა ახალი ამბავი
0