წარუმატებელი სტარტი უეფას ერთა ლიგაში: საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა

© courtesy of Georgian Football Federation „დინამო არენა“
„დინამო არენა“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
მსაჯის მიერ დამატებულ, მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი ჩარლზმა გაიტანა და ჩრდილოეთ ირლანდიამ 1:0 გაიმარჯვა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებით დაიწყო.
მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე გაშვებული გოლით საქართველო 0:1 დამარცხდა.
შეხვედრამ უეფას გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩაიარა. დისციპლინური ზომები უკავშირდება 23 მარტს გამართულ მატჩს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის, რომლის დროსაც და მის შემდეგ გულშემატკივრების მონაწილეობით ინციდენტები მოხდა.
პირველ ტაიმში, რომელიც ირლანდიელების საკმაოდ ძლიერი თამაშით გამოირჩეოდა, ანგარიში არ გახსნილა - 0:0. მეორე ტაიმში ქართველებს გოლის გატანვის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ირლანდიელთა მეკარეს ვერ აჯობეს.
მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მსაჯის მიერ დამატებულ, მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი ჩარლზმა გაიტანა და ჩრდილოეთ ირლანდიამ 1:0 გაიმარჯვა.
ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო ასევე ითამაშებს უკრაინის წინააღმდეგ 28 სექტემბერს თბილისში, უნგრეთთან — 2 ოქტომბერს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან — 5 ოქტომბერს.
ყველა ახალი ამბავი
0