მსჯავრდებულის ოჯახის წევრი რუსთავის ციხეში ნარკოტიკის შეტანას ცდილობდა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
უწყება მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთების შეტანის მცდელობისგან.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.
ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.
უწყება მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.
ყველა ახალი ამბავი
0