მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა უკრაინის ლოგისტიკას და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს დაარტყა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავიაგამანადგურებლების შერეული ჯგუფი
ავიაგამანადგურებლების შერეული ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერ ობიექტებზე.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს დრონებით იერიშები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, ლოგისტიკურ ცენტრებსა და საზღვაო ხომალდებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში მოქმედებენ, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
იერიშები განხორციელდა კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების აწყობა-შენახვის ობიექტზე (კერძოდ, კომპანია„Fire Point LLC“-ის ტერიტორიაზე, სადაც ინახებოდა Honeywell TFE731-ის ტიპის ძრავები, რომლებიც „Flamingo“-ს ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტებისთვის გამოიყენება).
რუსულმა ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს ოდესის ოლქში მდებარე ორ ლოგისტიკურ ცენტრზე — ერთი ქალაქ ოდესაში, ხოლო მეორე — დასახლება ნერუბაისკოეში — სადაც ინახებოდა და ნაწილდებოდა ევროპული ქვეყნებიდან შემოსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთები.
რენის პორტში დაიბომბა საპორტო ინფრასტრუქტურა და სამი საწყობი, რომლებშიც უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისთვის განკუთვნილი სამხედრო მარაგები ინახებოდა.
„გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ზღვაში „მშრალი ტვირთის“ გადამზიდავ გემზე, რომელსაც ოდესის პორტში გადაჰქონდა სამხედრო მარაგები და ორმაგი დანიშნულების ტვირთები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად“, — განმარტეს უწყებაში.
რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს დარტყმები კიევის ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯია.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, კიევის რეჟიმი იყენებს რა ნატოსა და ევროკავშირის მიერ მიწოდებულ მონაცემებსა და დრონებს, აძლიერებს თავდასხმებს სანაპირო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამოქალაქო გემებზე აზოვისა და შავ ზღვებში.
ამ ფონზე, რუსეთის არმია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს იღებს. დარტყმები მიმართულია იმ გემებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლებიც დასავლური შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
ყველა ახალი ამბავი
0