რთველი საქართველოში: ამინდისა და ფასების გამოწვევები — ვიდეო

გამოწერა
რთველი - ყურძნის მოსავლის აღების სეზონი საქართველოში პიკს აღწევს. ტრადიციულად, რთველი ყველაზე ადრე კახეთის რეგიონში იწყება.
წელს ყურძნის განსაკუთრებით დიდ მოსავალს ელოდებიან — დაახლოებით 320 ათას ტონას. თუმცა, ამინდმა გეგმებში ცვლილებები შეიტანა. უხვი ნალექის გამო ვაზს, ზოგ შემთხვევაში,შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა გაუჭირდა, რის გამოც ზოგიერთ რაიონში მოსავლის აღება ჩვეულებრივზე გვიან დაიწყო.
ასევე დავის საგანი გახდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასი. ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეცვალა შაქრიანობისადმი მოთხოვნები და გაეზარდა ფასები,
რომლითაც სახელმწიფო კომპანია მოსავლის ნაწილს იბარებს. მოსავლის რეკორდული მოცულობის პირობებში სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
უზრუნველყოს, რომ ყურძნის ჭარბი მოცულობა ჩაუბარებელი არ დარჩეს.
ყველა ახალი ამბავი
0