როდის დაიწყება გზის საფარის დაგება რუსთაველის გამზირზე - ვიცე-მერის განმარტება

© Courtesy of Tbilisi City Hall მასშტაბური რეკონსტრუქცია რუსთაველის გამზირზე
მასშტაბური რეკონსტრუქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების გაყვანა-შეკეთება სექტემბრის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი გზის საფარის დაგება დაიწყება.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზის საფარის დაგება კი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მისი თქმით, პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობა დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაციების გაყვანა-შეკეთება სექტემბრის ბოლოს დასრულდება, შემდეგ კი გზის საფარის დაგება დაიწყება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა – პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში ტროტუარების განახლება განხორციელდება. უკვე ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები განთავსდება. „დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც“, - განაცხადა მან.
კომპანია „სმარტ სოლუშენსმა“ გაიმარჯვა რუსთველის გამზირის რეკონსტრუქციის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება19,8 მილიონი ლარია. „სმარტ სოლუშენსი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მან წარმოადგინა წინადადება სამუშაოების დასრულებაზე19,77 მილიონ ლარად.
ყველა ახალი ამბავი
0