ქართველი პარასპორტსმენები წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე - პრეზიდენტი

© press-service of the President of Georgia საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტ ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა
 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტ ილგარ რაჰიმოვს უმასპინძლა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, პარიზში პარალიმპიადაზე მოპოვებული ცხრა მედალი
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პარასპორტის განვითარება და მასში შესაძლებლობების გაფართოება განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტ ილგარ რაჰიმოვთან შეხვედრაზე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების შედეგები, პარასპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული პარაოლიმპიური მოძრაობის ბოლო წლების პროგრესზე. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე საქართველოში პარაოლიმპიური სპორტის ორი სახეობა ვითარდებოდა და ქვეყანას მხოლოდ სამი პარასპორტსმენი ჰყავდა, დღეს პარასპორტის 15 სახეობაში300-ზე მეტი სპორტსმენია ჩართული.
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, პარიზში მოპოვებული ცხრა მედალი და საქართველოს პირველი მონაწილეობა2026 წლის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში.
საუბარი ასევე შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დიღმის ჭალებში უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის გეგმას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. პრეზიდენტის განცხადებით, სპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური და სოციალური ბარიერების აღმოფხვრა და განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0