მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: რუსეთი ყურადღებით აკვირდება კიევისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების პროცესს

© photo : U.S. Armyსაზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი  Patriot - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
მოსკოვმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ აფერხებს კონფლიქტის მოგვარებას.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი ყურადღებით აკვირდება, თუ რომელი ქვეყნები აწვდიან იარაღს კიევს, — განაცხადა პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები გასცემენ ლიცენზიებს და რა სახის შეიარაღებას აწვდიან“, — თქვა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საგულდაგულოდ აღირიცხება.
ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას „პატრიოტის“ (Patriot) ტიპის რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიას გადასცემს. თუმცა, მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და არც ის დაუკონკრეტებია, თუ რომელი თაობის რაკეტებზე იყო საუბარი.
რუსეთმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აფერხებს კონფლიქტის დარეგულირებას, ნატოს წევრ ქვეყნებს უშუალოდ რთავს კონფლიქტში და „ცეცხლთან თამაშს“ უტოლდება. კრემლის განცხადებით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს და მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0