https://sputnik-georgia.com/20260925/norovirusi-tbilisis-sabavsvo-barebsi-129-nimussi-darrveva-ar-dafiqsirda-300808620.html
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 129 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 129 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
Sputnik საქართველო
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. 25.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-25T17:19+0400
2026-09-25T17:19+0400
2026-09-25T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/08/229980846_0:124:1201:799_1920x0_80_0_0_499cc070eb7ff4311efbca3435629cf9.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში აიღო. მათგან 129 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება და კვლევის შედეგები, უწყების ცნობით, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის მიზნით საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი).ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.საბავშვობაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/08/229980846_60:0:1125:799_1920x0_80_0_0_36ecfe805ef6fd3d48752d67511e9211.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 129 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში აიღო. მათგან 129 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება და კვლევის შედეგები, უწყების ცნობით, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის მიზნით საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.
ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი).
ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.
ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
საბავშვობაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.