https://sputnik-georgia.com/20260925/juanser-burwulazis-coliszmam-da-moadgilem-cixe-datoves-eqsministri-2-welsi-gatavisufldeba-300806853.html
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ და მოადგილემ ციხე დატოვეს, ექსმინისტრი 2 წელში გათავისუფლდება
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ და მოადგილემ ციხე დატოვეს, ექსმინისტრი 2 წელში გათავისუფლდება
Sputnik საქართველო
საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ქრთამის აღების საქმეზე ბურჭულაძის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. 25.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-25T16:04+0400
2026-09-25T16:04+0400
2026-09-25T16:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_0:80:1280:801_1920x0_80_0_0_fc49a025214d3046aec555374057ce94.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.ბურჭულაძეს, მხეიძესა და ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძე საპატიმროს 2 წელში დატოვებს, გარდა ამისა, ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის.გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას.საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასაც დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ქრთამის აღების საქმეზე ბურჭულაძის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. პროკურატურის განმარტებით, ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ გაუფორმდა.საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს გაუჩნდა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის საიდუმლო წესით შესყიდვის საჭიროება. ბურჭულაძემ თავისი ნათესავის, ვასილ მხეიძის მეშვეობით, ერთ-ერთ ბიზნესმენს შესთავაზა შესყიდვის ისეთი პირობები, რაც წინასწარ განსაზღვრული კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კი სახელშეკრულებო ღირებულების10%-ის ქრთამის სახით მოთხოვნა დააყენა. ბურჭულაძე აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმდა ღარიბაშვილს, რომელმაც თავადაც მოითხოვა თანხის ნაწილი და გარანტია მისცა ბიზნესმენს.შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11.499.705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18.484.960 ლარად მიაწოდეს.პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1,9 მლნ ლარი.აღნიშნული თანხიდან მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1, 5 მლნ ლარიდან, 750 ათასი ლარი თავისთვის დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი - 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ღარიბაშვილს.შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985.255 ლარის ქონებრივი ზიანი.ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276789968_49:0:1214:874_1920x0_80_0_0_8af50d9cb4aa32b0906855951ebd40ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ და მოადგილემ ციხე დატოვეს, ექსმინისტრი 2 წელში გათავისუფლდება
საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ქრთამის აღების საქმეზე ბურჭულაძის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
ბურჭულაძეს, მხეიძესა და ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძე საპატიმროს 2 წელში დატოვებს, გარდა ამისა, ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის.
გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასაც დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.
საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ქრთამის აღების საქმეზე ბურჭულაძის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. პროკურატურის განმარტებით, ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ გაუფორმდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს გაუჩნდა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის საიდუმლო წესით შესყიდვის საჭიროება. ბურჭულაძემ თავისი ნათესავის, ვასილ მხეიძის მეშვეობით, ერთ-ერთ ბიზნესმენს შესთავაზა შესყიდვის ისეთი პირობები, რაც წინასწარ განსაზღვრული კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა, სანაცვლოდ კი სახელშეკრულებო ღირებულების10%-ის ქრთამის სახით მოთხოვნა დააყენა. ბურჭულაძე აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმდა ღარიბაშვილს, რომელმაც თავადაც მოითხოვა თანხის ნაწილი და გარანტია მისცა ბიზნესმენს.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11.499.705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18.484.960 ლარად მიაწოდეს.
პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1,9 მლნ ლარი.
აღნიშნული თანხიდან მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1, 5 მლნ ლარიდან, 750 ათასი ლარი თავისთვის დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი - 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ღარიბაშვილს.
შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985.255 ლარის ქონებრივი ზიანი.
ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.