https://sputnik-georgia.com/20260925/ebrd-ma-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-secvala-300798710.html
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეცვალა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეცვალა
Sputnik საქართველო
პროგნოზის გადახედვა ემყარება იმ ფაქტს, რომ, EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, 7,9%-ით გაიზარდა. 25.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-25T11:12+0400
2026-09-25T11:12+0400
2026-09-25T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/92/238119240_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_abc9ca3ccb4e89f7cfbcdba397516f49.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა.მანამდე ბანკის პროგნოზი იყო, რომ საქართველოს რეალური მშპ 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5,5%-ით გაიზრდებოდა.პროგნოზის გადახედვა ემყარება იმ ფაქტს, რომ, EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, 7,9%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 9%-დან მეორე კვარტალში 7%-მდე შენელდა, თუმცა ზრდა ფართო მასშტაბით იყო განაწილებული.ზრდის მიმართულებით რისკები უკავშირდება ევროკავშირთან არსებულ დაძაბულობას, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და ენერგიის ხარჯებზე.ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მომსახურებებმა, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ. ამავდროულად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურ ჭრილში 2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 20% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმპორტის 2,3%-იან ზრდას.EBRD აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ზეწოლა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ეკონომიკებზე; თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებლებს გადააჭარბა, სომხეთმა და საქართველომ შეინარჩუნეს მდგრადი და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. მშპ-ის ზრდამ2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/92/238119240_18:0:1795:1333_1920x0_80_0_0_9e656a96d2d0ad9f09b3614add39bd20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეცვალა
პროგნოზის გადახედვა ემყარება იმ ფაქტს, რომ, EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, 7,9%-ით გაიზარდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა.
მანამდე ბანკის პროგნოზი იყო, რომ საქართველოს რეალური მშპ 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5,5%-ით გაიზრდებოდა.
„რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წელს 6.5%-ს, ხოლო 2027 წელს 5,5%-ს მიაღწევს, ამასთან, უძრავი ქონების, დაკავშირებადობისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტები ზრდის დამატებით შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს EBRD.
პროგნოზის გადახედვა ემყარება იმ ფაქტს, რომ, EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, 7,9%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 9%-დან მეორე კვარტალში 7%-მდე შენელდა, თუმცა ზრდა ფართო მასშტაბით იყო განაწილებული.
ზრდის მიმართულებით რისკები უკავშირდება ევროკავშირთან არსებულ დაძაბულობას, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და ენერგიის ხარჯებზე.
ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მომსახურებებმა, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ. ამავდროულად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურ ჭრილში 2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 20% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმპორტის 2,3%-იან ზრდას.
EBRD აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ზეწოლა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ეკონომიკებზე; თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებლებს გადააჭარბა, სომხეთმა და საქართველომ შეინარჩუნეს მდგრადი და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. მშპ-ის ზრდამ2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.